რისთვის გამოიყენება სამშენებლო ბადე სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში

ფასადის დამცავი სამშენებლო ბადე მზადდება უნივერსალური მასალისგან, რომელიც ერთნაირი წარმატებით გამოიყენება როგორც სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებში, ასევე სოფლის მეურნეობასა და საყოფაცხოვრებო სფეროში. ეს სტატია ემსახურება მომხმარებლების ინფორმირებას სამშენებლო ბადის მარავალფუნქციური დანიშნულების შესახებ, რათა გააზრებული და ოპტიმალური არჩევანი გააკეთონ.

სამშენებლო ბადის წარმოება

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისგან მზადდება ესა თუ ის მასალა, ხშირად მოაქვს მომხმარებლისთვის სარგებელი არჩევანის გაკეთებისას და გააზრებული გადაწყვეტილების მისაღებად.
 
თავდაპირველად, მოკლედ შეგახსენებთ, თუ რისგან შედგება სამშენებლო ბადე:
– სამშენებლო ბადე მოქსოვილია პოლიმერული ძაფით, რომელიც იწარმოება კაპრონისგან, პოლიეთილენისგან ან პლასტიკისგან, ძალიან მსუბუქია;

– ქსოვისთვის კი გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგია, რაც უზრუნველყოფს ბადის სიმტკიცესა და საიმედოობას;

პოლიმერული ძაფი, თავისი უნიკალური თვისებების დამსახურებით, ძალიან მდგრადია სინესტისა და მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბადეს მზის სხივები ვერ დაწვავს. გარდა ამისა, სამშენებლო საფასადე ბადე ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან მზადდება და  ადამინებისთვის არატოკსიკურია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მზის სხივების ზემოქმედებისას ასეთი ბადე ადამიანისთვის საშიშ ნივთიერებებს არ გამოყოფს.

სამშენებლო ბადის ფუნქციები

სამშნებლო-საფასადე ბადის გამოყენება ბევრი მიმართულებით შეიძლება. მისი მთავარი ფუნქციაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დეკორატიულობა.  

სამშენებლო ბადის ძირითადი დანიშნულებაა, დაიცვას სამუშაო ზედაპირი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. მზის სხივებმა, მაგალითად, შეიძლება, დროზე ადრე გამოაშროს სამშენებლო ნარევები, რაც შეამცირებს მათ სიმტკიცესა და ხანმედეგობას. ფასადის ბადე ნალექებსა თუ მზის სხივებს წინაღობას უქმნის და შესაბამისად, ხელს უშლის სამშენებლო-სარემონტო ნარევების გამოშრობას.

რაც შეეხება სამშენებლო ბადის დეკორატიულ ფუნქციას, ეს, ალბათ, არც მოითხოვს დამატებით განმარტებებს. დაგვეთანხმებით, რომ როდესაც შენობა მშენებლობს პროცესშია ან ფასადზე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არცთუ სასიამოვნო შესახედია. ბოლო პერიოდში აქტიური გახდა შენობაზე დამონტაჟებული სამშენებლო ბადის გაფორმება ნახატებით ან სარეკლამო სახის ინფორმაციებით, ფოტოებით. ამით, ჯერ ერთი, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი უცხო თვალისგან დაფარულია და, მეორეც – უფრო მეტი ეფექტი აქვს დასრულებული სახით შენობის ერთბაშად გამოჩენას, როცა მის ირგვლივ აღარ სამშენებლო ტექნიკაა და აღარც სამშენებლო მასალების „მთები“ დგას.

სამშენებლო ბადის მოხმარების სფეროები

სამშენებლო ბადის მოხმარების მთავარი სფერო, რა თქმა უნდა, მშენებლობაა. თუმცა ბოლო დროს ასეთმა ბადეებმა არანაკლებ ფართო გამოყენება ჰპოვეს სოფლის მეურნეობაში. საფასადე ბადეს ხშირად მოიხმარენ დასამუშავებელ ნაკვეთების დაჩრდილვისთვის, ასევე ღობეებისთთვის, სათბურებისთვის და ა.შ.; ბადეს ამ შემთხვევაშიც დაცვის ფუნქცია აქვს – იფარავს ისეთი უარყოფითი ფაქტორებისგან, როგორებიც არის:
ა) უამინდობა;
ბ) ფრინველები, რომლებიც ნაყოფს კენკავენ;
გ) პირდაპრი მზის სხივები.

თუმცა ამ შემთხვევაში ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ დაჩრდილვის გაკეთებამ შეიძლება, ზოგიერთ მცენარეზე უარყოფითად იმოქმედოს.

სამშენებლო ბადის შერჩევა სხვადასხვა სფეროში გამოყენებისთვის

თუკი სამშენებლო ბადის შერჩევა გადაწყვიტეთ, გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა მიზნისთვის როგორი სიმკვრივის ნაქსოვი გამოგადგებათ. სოფლის მეურნეობაში ასევე მნიშვნელოვანია დაჩრდილვის ფაქტორის გათვალისწინება, ანუ რამდენად მჭიდრო ნაქსოვია.

სოფლის მეურნეობის სფეროში შემდეგი სიმკვრივის ბადე გამოგადგებათ:

  • 35% სინათლის გამტარობით – შუქის მოყვარულის მცენარეებისთვის;
  • 60%-მდე – იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც სიცხისგან დაცვა სჭირდებათ;
  • 45% – სათბურების შიდა დაჩრდილვისთვის;
  • 70%-მდე – სათბურის გადასახურად;
  • 80%-მდე – შემოსაღობად, ჩარდახების (ნავესების) გასაკეთებლად და ა.შ.;

ზოგადად კი, სათბურში შიდა დაჩრდილვის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი სიმჭიდროვის ბადის გამოყენება შეიძლება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თუკი ბადეს სინათლის გამტარობის დიდი მაჩვენებელი აქვს, მის ქვეშ უფრო მეტად ეცხელება. ასევე, შეიძლება სამშენებლო ბადის ისეთი ფერის შერჩევა, რომელიც ამა თუ იმ მცენარის ზრდას შეესაბამება.

შედარებით მჭიდროდ ნაქსოვი ბადე შეგიძლიათ, გამოიყენოთ, როგორც ღობის ბადე, ღობის კონსტრუქციების ასაგებად. ხშირად საფასადე ბადეს მავთულბადეზე (სეტკის ღობეზე) ასაფარებლადაც იყენებენ. შედეგად, ღობეც უფრო მტკიცე ხდება და ნაკვეთი უცხო თვალისგანაც დაცული იქნება. გარდა ამისა, სამშენებლო ბადეს იყენებენ, მაგალითად, ავტომობილის სადგომის გადასახურად და საზაფხული, მყუდრო ფანჩატურების (ბესეტკების) ასაგებად.

სამშენებლო და საფასადე სამუშაოებისთვის გამოიყენება საფასადე ბადე დაჩრდილვის 30%-დან 90%-მდე.
ამასთან, ბადის სიმკვრივე შეიძლება იყოს 35 გრ/კვ.მ-დან 200 გრ/კვ.მეტრამდე; ეს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის საკმარისია, მაგრამ ბადე რაც უფრო მჭიდროდ არის ნაქსოვი, მით უფრო მეტია მისი საექსპლუატაციო ვადა. ნაკლები სიმჭიდროვის ნაქსოვი უფრო წარმატებით დაბალსართულიანი შენობებისთვის გამოიყენება, ხოლო შედარებით მჭიდრო ბადეები – მაღალსართულიანი შენობებისთვის.

თუ სამშენებლო ბადის შეძენა გადაწყვიტეთ, გაიტვალისწინეთ, რომ საფასადე ბადეს ბევრ ქვეყანაში აწარმოებენ. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ხარისხიანი, შესაბამისად კი – ყველაზე ძვირია იტალიური სამშენებლო ბადე. შედარებით ეკონომიური, თუმცა ხარისხით ასევე სასურველია სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული ბადეები.

დასკვნის სახით:

მოერიდეთ იაფფასიანი და, შესაბამისად, უხარისხო ანალოგების შეძენას. ხარისხიანი სამშენებლო ბადეები იწარმოება მხოლოდ დაბალი წნევის პოლიეთილენისგან (HDPE, LDPE), ულტრაიისფერი სხივების სტაბილიზატორის დამატებით, რათა უზრუნველყოფს ცვეთის მიმართ მედეგობას, ტემპერეტურის ცვალებადობის ამტანობას, ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადას და მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობას.

რაც შეეხება იაფფასიან ანალოგებს, ასეთი ბადეები მზადდება პოლიეთილენის ფირებისგან, მარტივი, ერთკვანძიანი ქსოვის ტექნოლოგიით. ეს კი, როგორც წესი, ექსპლუატაციის ვადას ამცირებს – ასეთი ბადე მხოლოდ ერთი სეზონი გამოგადგებათ.

გააზიარე პოსტი

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on email

მსგავსი პოსტები

როგორ შევარჩიოთ არმირების ბადე?

დღეს სამშენებლო ბაზარზე მრავალი სახის საფასადე ბადეა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფასით, ფერით, წარმოებაში გამოყენებული მასალით, დანიშნულებით, ხანმედეგობით და პრაქტიკულობით.

არმირების საბათქაშე ბადე

საფასადე არმირების ბადე

არმირება – ეს ტერმინი აღნიშნავს მასალის ან კონსტრუქციის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაძლიერებას სხვა უფრო მაგარი მასალით. მშენებლებისთვის, პრაქტიკულად, აქსიომაა ის, რომ