არმირების საბათქაშე ბადე

სამშენებლო საფასადე ბადე არმირებისთვის

არმირება – ეს ტერმინი აღნიშნავს მასალის ან კონსტრუქციის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაძლიერებას სხვა უფრო მაგარი მასალით.

მშენებლებისთვის, პრაქტიკულად, აქსიომაა ის, რომ არმირება მოპირკეთებულ ზედაპირს ხანგრძლივად უნარჩუნებს საწყის იერსახეს და თავიდან არიდებს ყოველგვარი ბზარებისა თუ ჩამოშლის საფრთხეს.

  • არმირებისთვის განკუთვნილი სამშენებლო ბადე გამოიყენება შემდეგი სამუშაოების შესრულებისას:
  • კედლების მოპირკეთებისას, როგორც შენობის შიგნით, ისე ფასადზე;
  • იატაკის მოჭიმვისას;
  • ხმისა და თბოიზოლაციის მონტაჟისას;
  • ისეთი ზედაპირების გამაგრებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი დეფექტები აქვს;
  • თბილი იატაკის მონტაჟისას;
  • დასასხმელი თვითნიველირებადი იატაკის გაკეთებისას.

მაარმირებელი ბადის გამოყენებაზე უარის თქმა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი ბათქაშის ფენა არ აღემატება 2 სანტიმეტრს და ზედაპირს არ აქვს მნიშვნელოვანი ნახეთქები.

საბათქაშე ბადის სახეობები

საბათქაშე ბადის 3 სახეობა არსებობს:

1. მინაბოჭკოვანი ქსოვილის;

2. პლასტმასის;

3. ლითონის.

აქედან პირველი ორი – თხელი, მაგრამ ამასთან ერთად, საკმაოდ გამძლე მასალაა.

მიანბოჭკოვანი ბადე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ბათქაშის ფენა 3 სანტიმეტრს არ აღემატება. გარდა ამისა, იგი, ძირითადად, შიდა სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული.

თუკი ბათქაშის ფენა 3 სანტიმეტრს აღემატება და, ამასთან, ფასადის ან, მაგალითად, სააბაზანოს კედლის მოპირკეთება ხდება, უმჯობესია, გარმო პირობების მიმართ უფრო მდგრადი ბადე გამოიყენოთ  – მოთუთიებული ლითონი ან ბადე პოლიმერული საფარით.

საფასადე მაარმირებელი ბადე იწარმეობა სხვადასხვა სამშენებლო მასალით, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც სახელწოდებებით, ასევე შესაძლებლობებით, მისი ღირსებები უცვლელია:

ა) აქვს ექსპლუატაციის ხანგრძივი ვადა, რასაც განაპირობებს მისი მდგრადობა მაღალი ტემპერატურებისა და ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ;

ბ) მნიშვნელოვნად ზრდის ზედაპირის (კედლების, იატაკის) სიმტკიცეს და ხანმედეგობას;

ბ) იყიდება რულონებად (მათ შორის, წვრილი ლითონის ბადეც) და მსუბუქია – ეს კი ამარტივებს სამუშაოს ჩატარებას,იზოგება დრო და მუშახელი;

შერჩევისას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებელია ჩასატარებელი სამუშაოს სპეციფიკა. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილოთ არმირების მნიშვნელობა და პლასტიკური მასალის სამშენებლო ბადე არმირებისთვის – მისი დანიშნულება და თავისებურება.

რა ფუნქციები აქვს არმირების ბადეს (მაარმირებელი ბადე)

აგურის წყობის მაღალი სიმტკიცის უზრუნველყოფა, იატაკის მოჭიმვის გამაგრება, ბათქაშის ფენის საიმედოდ დაჭერა როგორც ფასადზე, ასევე ინტერიერის კედლებზე – ეს მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორედ არმირების ბადეს მოეთხოვება. ეს სამშენებლო პროდუქტი უნივერსალური დანიშნულებისაა და სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო პროცესებში მართლაც რომ შეუცვლელია.

აღწერა

თანამედროვე ბადე, რომელიც არმირებისთვის გამოიყენება, განსაკუთრებულად გამძლე მასალისგან იწარმოება.  ასეთ ბადეებს აქვს სხვადასხვა ფორმის და ზომის ნასვრეტები და სხვადასხვა ზომის ლითონისა თუ პლასტმასის „ძაფებით“ იქსოვება. სწორედ ასეთ მახასიათებლებზეა დამოკიდებული არმირების სიმტკიცე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაარმირებელი ბადის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ნასვრეტების ზომას:

  • წვრილი – 2,5×2,5-დან 6×6 მილიმეტრამდე;
  • საშუალო – 6×6-დან 13×15 მილიმეტრამდე;
  • მსხვილი – 22×35 მილიმერი და მეტი.

რაც უფრო თხელია ბათქაშის ფენა, მთ უფრო პატარ უნდა იყოს ნასვრეტების ზომა. დიდი ზომა გამოიყენება ფასადებზე, პატარა კი – სამღებრო სამუშაოებში, თაბაშირ-მუყაოს გადაბმის ადგილებში, პატარა ბზარების დასაფარად. მაგალითად, ასევე არსებობს სამღებრო სამუშაოების ბადე-ფირი (სამალიარე ფირი) „სერპიანკა“, რომელსაც თვითწებვადი ძირი და ლენტის ფორმა აქვს.

მაარმირებელი ბადის დანიშნულებაა, შექმნას არმირების შრე მოსაპირკეთებელი მასალებისთვის, ცემენტისთვის ან ბეტონისთვის. ასეთი დამატებითი არმირება უზრუნველყოფს მეტ სიმტკიცეს და მარავალჯერ აძლიერებს ნებისმიერი მოსაპირკეთებელი მასალის ადჰეზიას (მასალის თვისება, მიეწებოს (მიეკრას) მეორეს) ზედაპირთან.

სხვადასხვა მასალისგან წარმოებულ მაარმირებელ ბადეებს სხვადასხვა სამუშაო თვისებები გააჩნია და, შესაბამისად, გამოიყენება:  ბათქაშის ფენის (შტუკატურკა) გამაგრებისთვის, აგურის და ბლოკის კედლების, ბეტონისა და ცემენტის იატაკებისა და ჭერების, ასევე ფუნდამეტების მეტი სიმტკიცისთვის.

საბათქაშე ბადის წარმოება

დღეისათვის მაარმირებელი ბადე, რომელიც იატაკის მოსაჭიმად, საფასადე სამუშაოებისთვის, ჭერისა თუ მობათქაშებისთვის გამოიყენება, იწარმოება ლითონისგან, მინაბოჭკოვანი მასალისგან, პლასტიკური მასალისგან (პოლიპროპილენი, პოლიურეთანი).

სწორედ პოლიპროპილენის ბადეს აქვს ისეთი თვისებების ოპტიმალური ბალანსი, როგორიც არის გამძლეობა, ელასტიკურობა, სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ ამტანობა და სიგრძე/სიგანეზე წევადობა-ჭიმვადობა.

პლასტიკური მასალისგან დამზადებული სამშენებლო მაარმირებელი ბადე გამოიყენება როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირების ბათქაშით მოპირკეთებისთვის. არმირება საშუალებას იძლევა, უკეთ მოეჭიდოს ბათქაშის მასალა ზედაპირს და ზუსტად იქნეს გამოყვანილი ფასადის ელემენტის გეომეტრიული ფორმები.

საბათქაშე ბადის უპირატესობა

პლასტმასის საბათქაშე ბადეს ბევრი უპირატესობა აქვს, რაც მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა:

  • პლასტმასის ბადე მტკიცეა რღვევის მიმართ, ყველა მიმართულებით;
  • პლასტმასის ბადე კარგად უძლებს გაჭიმვას;
  • პლასტმასის მაარმირებელი ბადე, თავისი ელასტიკურობის დამსახურებით, გამოიყენება ნებისმიერი რთული რელიეფის მქონე შენობის ზედაპირზე;
  • მასალა, რომლითაც პლასტმასის ბადე იწარმოება, საუკეთესოს იტანს ვიბრაციურლ დატვირთვას და ამ თვისებას მზა კონსტრუქციებისთვისაც უზრუნველყოფს;
  • პოლიპროპილენის ბადე არის ნესტ და ყინვაგამძლე, ქიმიურად ინერტულია და არ განიცდის კოროზიას;
  • ეს მასალა უსაფრთხოა ელექტროსადენებთან კონტაქტი დროს;
  • პლასტიკატის ბადე  მდგრადია სამშენებლო გამხსნელების, ცემენტისა და ბეტონის მიმართ;

ყველა ამ უპირატესობის გათვალისწინებით, პლასტმასის საბათქაშე ბადე საკმაოდ იაფია და ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სამშენებლო ორგანიზაციების, არამედ კერძო მშენებლებისთვისაც;

ბადე იყიდება რულონებად, რაც მათ ტრანსპორტირებას, შენახვას და გამოყენებას ძალიან ამარტივებს. ერთი რულონის სიგრძეა 50 მეტრამდე, სიგანე – 1 მეტრიდან 5 მეტრამდე. ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის განსაკუთრებულ სპეციფიკურ პირობებს არ მოითხოვს.

არმირების ბადის გამოყენება

მოსაპირკეთებელი სამუშაოების დროს ბადე ბათქაშის არმირებისთვის ქმნის დამჭერ კარკასს მოსაპირკეთებელი მასალებისთვის. არმირების ბადის არსებობა უზრუნველყოფს, რომ გაძლიერდეს მოსაპირკეტებელი მასალების ადჰეზია ბაზასთან, რომელზეც დაიტანება ეს მასალები. ბათქაშის არმირების ბადის გამოყენება ამცირებს შენობა-ნაგებობის კედლების დანესტიანების და ბათქაშის (ნალესის) აშრევება-გამოქარვა რისკს, რასაც შეიძლება მოჰყვეს კედლებზე ბზარების გაჩენა და ჩამოშლა. ასევე, პლასტმასის საბათქაშე ბადე საშუალებას იძლევა, ნაგებობის გეომეტრიული ფორმები და ფასადის კომპოზიციის სხვა ელემენტები მკაფიოდ გამოიკვეთოს და, გარემო პირობების ზემოქმედების მიუხედავად, ხანგრძლივად შენარჩუნდეს.  

თავის უნიკალური საექსპლუატაციო თვისებების დამსახურებით, ბოლო დროს პლასტმასის მაარმირებელი ბადე საცხოვრებელ ბინაში იატაკის მოჭიმვისთვის (სტიაჟკა) ასევე წარმატებით გამოიყენება. ამ მხრივ პლასტიკატის ბადემ თავისი „ლითონის კონკურენტებიც“ კი უკან მოიტოვა.

სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში პოლიპროპილენის ბადის პოპულარობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: მარტივია მონტაჟი დ შესაბამისად ხდება როგორც დროის და ფული ეკონომია, ასევე იზოგება მუშა ხელის რესურსი.

ამასთან ერთად, პლასტმასის საფასადე ბადე ბევრად აღემატება ლითონის ბადეს ჭიმვადობის მაჩვენებლებით და არჩ რჩვევის მიმრათ სიმტკიცით ჩამოუვარდება.

შენობაში ტენიანობის ან ტემპერატურული რეჟიმის ცვალებადობის დროს პოლიმერის ბადე, ელასტიკურობის ძლიერი თვისების დამსახურებით, არ დეფორმირდება.

ამიტომ, დროთა განმავლობაში შენობის „დაჯდომის“ პროცესში პლასტმასის მასალის ბადის არმირება მთელ „დარტყმას“ საკუთარ თავზე იღებს და იატაკის მოჭიმვისას ბეტონი მთლიანობაში დაუზიანებელი რჩება.

ვიდრე იატაკის მოჭიმვის არმირებას გადაწყვეტთ, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, რა შემთხვევაშია საჭირო იატაკის მოჭიმვისას არმირების გაკეთება და, თუკი ამის საჭიროება დგას, რომელი სახეობა გამოიყენოთ.

გააზიარე პოსტი

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on email

მსგავსი პოსტები

არმირების საბათქაშე ბადე

სამშენებლო საფასადე ბადე არმირებისთვის

არმირება – ეს ტერმინი აღნიშნავს მასალის ან კონსტრუქციის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაძლიერებას სხვა უფრო მაგარი მასალით. მშენებლებისთვის, პრაქტიკულად, აქსიომაა ის, რომ

რისთვის გამოიყენება სამშენებლო ბადე სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებში

ფასადის დამცავი სამშენებლო ბადე მზადდება უნივერსალური მასალისგან, რომელიც ერთნაირი წარმატებით გამოიყენება როგორც სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოებში, ასევე სოფლის მეურნეობასა და