საფასადე ბადე თქვენი აივნის უსაფრთხოებისთვის

აივანი – ეს ჩვენი ბინის ყველაზე მშვენიერი ადგილია. აქაურობა, რაც არ უნდა პატარა ფართი იყოს, შეგიძლიათ კომფორტულად მოაწყოთ, დადგათ სავარძელი, ჩამოკიდოთ ყვავილები, დაისხათ ჩაი და ეზოში თქვენი შვილების თამაშს მშვიდად ადევნოთ თვალი.

მაგრამ თუკი მცირე ასაკის შვილები გყავთ, ამ დროს თქვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უკვე არა კომფორტი, არამედ აივნის უსაფრთხოებაა.

ახლად ფეხადგმულ პატარას ირგვლივ ყველაფერი აინტერესებს და არც არის გასაკვირი, თუკი მას საკუთარი ცნობისმოყვარეობა აივნამდე მიიყვანს, საიდანაც უფრო მეტის დანახვა შეუძლია.
მშობელი ვალდებულია, ჯერ ერთი, აივანზე გასასვლელი გულმოდგინედ ჰქონდეს ჩაკეტილი და, მეორე, თუკი აივნის კარი ღიაა, თავად აივანი იყოს საგულდაგულოდ დაცული, რათა პატარამ აივნიდან სათამაშოები ან სხვა საგნები არ გადაყაროს და, უარეს შემთხვევაში, მოაჯირზე არ აძვრეს (ასეთი აკრობატობა კი ძალიან მოსწონთ პატარებს) და თავად არ მოიწიოს ხიფათი.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ახალ ფეხადგმული ბავშვისთვის თვალის მიდევნება საკმაოდ რთული საქმეა. ამიტომ მხოლოდ საკუთარი ყურადღების იმედად ყოფნა არ ღირს. უფროსებმა სახლში ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისთვის, რომ აივანზე ბავშვის არასანქცირებული მოხვედრის რისკი მაქსიმალურად  შეამცირონ, ხოლო აივნიდან გადავარდნის საშიშროება კი სრულად აღკვეთონ!

***

დამცავი ბადე აივნის უსაფრთხოებისთვის

ერთ-ერთი იაფი, მარტივად მოსახმარი და სანდო საშუალებაა. კორპუსებში აივნებს, უმეტესწილად, გისოსებიანი მოაჯირები აქვს. მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი შვილი გისოსებს შორის ვერ გაეტევა.
იმ შემთხვევაში კი, როცა აივნის მოაჯირის გისოსებს შორის დიდი მანძილია, შეიძინეთ და გისოსებზე გადაჭიმეთ უსაფრთხოების ბადე – უმჯობესია ის, რომელიც წარმოებულია არმირებული პლასტმასისგან ანუ გარე მხარე პლასტმასია, შიგთავსი კი – ლითონის ძაფით არის დამზადებული.

ხოლო, თუკი თქვენი პატარა უკვე გისოსების სიმაღლეს ასცდა და ზედ აძრომის უნარებიც აქვს შეძენილი, მაშინ ღია პერიმეტრის მთლიანად დასაფარად გამოგადგებათ ბადე პოლიმერული მასალისგან ( კაპრონის ბადე, ნეილონის ბადე, პოლიეთილნის ბადე და სხვ.), რომელიც ძლიერია,  მდგრადია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მიმართ, თხელია და თანაც, თუკი ღია ფერს შეარჩევთ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველიც კი არის გარედან. ერთადერთი ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუკი ნეილონის ბადეს აარჩევთ, იეს მასალა, ჰაერის ტემპერატურული ცვლილებების შესაბამისად, შეიძლება უმნიშვნელოდ გაფართოვდეს ან შევიწროვდეს. ამიტომ თუკი ზაფხულის თვეებში დაამონტაჟებთ, ძალიან ნუ გადაჭიმავთ. ასეთი ბადის საშუალებით ასევე თავიდან აირიდებთ აივნიდან შინაური ცხოველების ჩავარდნას ან საგნების ჩაცვენას.

რა უპირატესობები აქვს აივანზე დამცავი ბადის გამოყენებას:

  • იცავს ბავშვის უსაფრთხოებას – თქვენი პატარა, ძალიანაც რომ მოინდომოს, თავისით ვერაფრით შეძლებს ბადის ჩამოხევას;
  • იცავს შინაური ცხოველების (განსაკუთრეით – ფისოების) უსაფრთხოებას – როგორც ლითონის ბადე, ასევე პოლიეთილენის ბადე კბენის მიმართ მდგრადია და თქვნი ოთხფეხა მეგობარი კბილებით მის გადაჭრას ვერ შეძლებს;
  • იცავს გამვლელების უსაფრთხოებას – უსაფრთხოების ბადე შაკავებს აივნიდან საგების ცვენას;
  • იცავს აივანს ჩამოცვენილი ფოთლებისგან, ფრინველებისგან – მაგალითად, მტერედებისგან, ქუჩიდან ეშმოსული მტვრისგან (თუკი ნაკვეთურის ზომა მცირეა);
  • მოქნილი და გამძლეა – პატარა ვერაფერს ავნებს ბადეს, ზედ რომც ჩამოეკიდოს; დამცავი ბადე მარტივად უძლებს დიდ დატვირთვას;
  • არ შეიცავს ტოკსიკურ ნივთიერებებს და ესთეტიკურადაც სასიამოვნო შესახედია;
  • ბადის დამაგრება და ჩამოხსნა მარტივია – კომპლექტში შედის ყველა საჭირო ელემენტი, კაუჭები, სამაგრი ტროსი;

დამცავი ბადის ფერი

ბაზარზე მრავალი ტიპის სამშენებლო ბადეა ხელმისაწვდომი – თეთრი, ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე, მუქი-მწვანე, ლურჯი. შსაბამისად, გეძლევათ საშუალება, ფერები თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ.

როგორც მავთულბადე (სეტკა), ისე პოლიეთილენის ბადე იყიდება სხვადასხვა სიგრძის რულონებად – 10 მეტრი, 50 მეტრი, 100 მეტრი და, ასევე, თქვენი საჭიროების მიხედვით.

თავად ბადის ზომებიც სხვადასხვაა და, შეგიძლიათ, აივნის ზომების შესაბამისად აარჩიოთ:

S (300 х 200 სმ); XS (200 х 150 სმ); M (400 х 300 სმ); L (600 x 300 სმ); XL (800 x 300 სმ).

საექსპლუატაციო ვადა კი, ნორმალური ამინდის პირობებში და სწორი მოხმარების შემთხვევაში, 5-დან 10 წლამდე აქვს.

გააზიარე პოსტი

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on email

მსგავსი პოსტები

როგორ შევარჩიოთ არმირების ბადე?

დღეს სამშენებლო ბაზარზე მრავალი სახის საფასადე ბადეა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფასით, ფერით, წარმოებაში გამოყენებული მასალით, დანიშნულებით, ხანმედეგობით და პრაქტიკულობით.