როგორ შევარჩიოთ სამშენებლო ბადე?

უნივერსალური მასალა, რომლისგანაც სამშენებლო ბადე მზადდება და ბადის ქსოვის სხვადასხვა სახეები საშუალებას იძლევა, ეს პროდუქტი მრავალი მიმართულებით იქნეს გამოყენებული. უსაფრთხოების ბადეს შეუცვლელი როლი აქვს სამშენებლო და სარემონტი სამუშაოების შერულების პროცესში როგორც დასაქმებულთა, ასევე – გარემოსა და შენობის ირგვლივ მოძრაობის უსაფრთხოებისთვის. სამშენებლო ბადის გამოყენება მნიშვნელოვანის ფასადის სამუშაოების დროს, ხარაჩოების შესაფუთად, რაც ხელს უშლის საგნებისა და მტვრის ჩამოცვენას ან მინიმუმამდე ამცირებს საფრთხეს.

ასევე, სამშენებლო ბადე გამოიყენება სამშნებლო თუ სხვა ნარენების გატანის დროს, სხვადასხვა სახის ნავესების მოწყობისთვის, მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრისთვის. ხშირად სამშნებლო ბადით კეთდება სპორტული სტადიონების ღობეები.

სამშნებლო ბადის თავისებურებები

დამცავი, უსაფრთხოების ბადე მზადდება გამძლე ქიმიური ბოჭკოს ძაფისგან, რომელიც ძალიან მსუბუქია. პოლიეთილენის ბადე მდგრადია ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც გამორიცხავს საფრთხეს, რომ მზე ბადეს დაწვავს.

ამასთან ერთად, სამშნებლო ბადის ყველა სახეობა არტოქსიკური და ქიმიურად ინერტულია, რაც მას უსაფრთხოს ხდის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

სამშენებლო ბადის წარმოების ტექნოლოგია ითვალისწინებს ქსოვას ერთი, უწყვეტი ძაფით. ასეთი ტექნოლოგიის დამსახურებით, ბადე არ ირღვევა გახევის ან გაჭრის შმთხვევაში. ეს კი საშუალებას იძლევა, საჭირო ზომებად უპრობლემოდ დაჭრათ.

სამშნებლო ბადის ფერ შეიძლება იყოს თეთრი, მწვანე, სტაფილოსფერი, ცისფერი, შავი. მათ შორის შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი, რადგან ბადის ფერი და გამძლეობა ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

მნიშვნელოვანი პარამეტრები სამშენებლო ბადის არჩევისას

თუ გსურთ შეარჩიოთ უსაფრთხოების ბადე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ მახასიათებლებს, როგორიც არის:

1) ბადის ნაქსოვის სიმჭიდროვე

სამშენებლო ბადის მთავარი მახასიათებელია სიმტკიცე, რაც განისაზღვრება ნაქსოვის სიმჭიდროვით.
სიმჭიდროვე აჩვენებს ბადის მასას და იზომება გრამობით ერთ კვადრატულ მეტრზე.

ყველაზე მსუბუქი სიმჭიდროვეა 35-55 გრამი ერთ კვადრატულ მეტრზე; ასეთი მსუბუქი ბადე საყრდენადაც მსუბუქ კონსტრუქციას ითხოვს;

მაღალი სიმჭიდროვე იწყება 120 გრამიდან ერთ კვადრატულ მეტრზე და მაქსიმალურია – 270 გრ. ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მძიმე ბადეა, რომელსაც მძიმე კარკასი სჭირდება, მაგრამ ძალიან საიმედოა მშენებლობაზე დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით.

უფრო კონკრეტულად კი:

  • ხარაჩოებისთვის ბადის ნაქსოვის სიმჭიდროვე, როგორც წესი, უნდა იწყებოდეს 140-160 გრამიდან მეტრ კვადრატზე. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბადემ საგნებისა და მტვრის ჩამოცვენა შაჩეროს, მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციებიც შეასრულოს და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ობიექტზეც გამოიყენოთ. სამშნებლო ბადე ხომ სწორედ ხანმედეგოითა და გამძლეობით გამოირჩევა, თუკი მონტაჟისა და დემონტაჟის ელემენტარულ წესებს დაიცავთ.
  • მშენებლობაზე დასაქმებულების უსაფრთხოებისთვის უცილებელია, ბადის სიმჭიდროვე იყოს 200 გრამიდან ერთ კვადრატულ მეტრზე. იგი სამუშაო პერიმეტრზე დახრილად უნდა გადაიჭიმოს, მიწიდან, სულ მცირე, 3 მეტრის სიმაღლეზე. შედეგად, მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები დაცულები არიან მძიმე დაზიანებისგან ვარდნის შემთხვევაში.
  • დაბალსართულიან სახლებზე შეიძლება გამოიყენოთ ფასადის ბადე, რომლის ნაქსოვის სიმჭიდროვეა, მინიმუმ, 80 გრ. ერთ კვადრატულ მეტრზე.
  • ბადე სათბურებისთვის გამოიყენება სიმჭიდროვით 40 გრამიდან 135 გრამამდე ერთ კვადრატულ მეტრზე.
  • სეტყვისგან დამცავი ბადე უნდა იყოს მაქსიმალური სიმჭიდროვის.

რაც უფრო მჭიდროდ ნაქსოვია სამშნებლო ბადე, მით უკეთ იცავს ის ტერიტორიას ნალექის, დაბალი ტემპერატურის და ნესტის ზემოქმედებისგან. ამასთან იგი ნორმალურად გაატარებს ჰაერსა და მზის სხივებს, ამით კი მუშაობისთვის კომფორტულ პირობებს შექმნის.

2) შუქგამტარობის პროცენტი

სამშენებლო ბადე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მშენებლობებზე, ხარაჩოებზე და ფასადის რემონტისთვის, აასევე – სათბურების მოსაწყობად, ღბეებისა და ნავესებისთვის, მზის შუქს ატარებს. ამ მახასიათებლის გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმის მიხედვით, თუ სად გსურთ ბადის გაჭიმვა და რა ფუნქცია უნდა შეასრულოს მან.

აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბადე შუქგამტარობის პროცენტის მიხედვით:

დაბალი – ბადე ატარებს მზის სხივების 25-35%-ს;

საშუალო – ბადე ატარებს მზის სხივების 35-55%-ს;

მაღალი – ბადე ატარებს მზის სხივების 55-80%-ს.

ბადის შუქგამტარობის პროცენტი დამოკიდებულია ნაქსოვის სახეზე – რაც უფრო დიდი ნახვრეტებით არის ნაქსოვი, მით მაღალია შუქგამტარობის პროცენტი.

3) სამშენებლო ბადის ფერი

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სამშენებლო ბადის ხარისხი ბადის ფერზე არანაირად არ არის დამოკიდებული, თუმცა დიდი ფართობისთვის, ხშირ შემთხვევაში, მაინც ნეიტრალური ტონებს ამჯობინებენ, ხოლო სათბურებისთვის ფერის არჩევისას ითვალისწინებენ ადგილის კლიმატურ პირობებს – ნაკლებად მზიან რეგიონებში რაც შეიძლება ღია ფერის ბადეს იყენებენ, ხოლო – ცხელ რეგიონებში უფრო მუქ ფერებს არჩევენ.

***

თუკი გაქვთ შეკითხვები, რომლებიც სამშენებლო ბადის არჩევას ეხება, დაგვიკავშირდით – დაგვირეკეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან მოგვწერეთ.

ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ დეტალურ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო დატალებზე და დაგეხმარებიან იმ ტიპის ბადის შერჩევაში, რომელიც თქვენი მიზნებისთვის ოპტიმალური იქნება.

გააზიარე პოსტი

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on email

მსგავსი პოსტები

როგორ შევარჩიოთ არმირების ბადე?

დღეს სამშენებლო ბაზარზე მრავალი სახის საფასადე ბადეა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფასით, ფერით, წარმოებაში გამოყენებული მასალით, დანიშნულებით, ხანმედეგობით და პრაქტიკულობით.

არმირების საბათქაშე ბადე

საფასადე არმირების ბადე

არმირება – ეს ტერმინი აღნიშნავს მასალის ან კონსტრუქციის ფიზიკურ-მექანიკური თვისებების გაძლიერებას სხვა უფრო მაგარი მასალით. მშენებლებისთვის, პრაქტიკულად, აქსიომაა ის, რომ