როგორ შევარჩიოთ არმირების ბადე?

დღეს სამშენებლო ბაზარზე მრავალი სახის საფასადე ბადეა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფასით, ფერით, წარმოებაში გამოყენებული მასალით, დანიშნულებით, ხანმედეგობით და პრაქტიკულობით.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანია პოლიეთილენის საფასადე ბადე, რომელიც ყველაზე სერიოზულ დატვირთვას უძლებს.

როდესაც საფასადე ბადის არჩევაზე მიდგება საქმე, ამოსავალი წერტილები უნდა იყოს:

  • მასალის გამძლეობა, რომლითაც ბადეა დამზადებული;
  • კვანძების გამძლეობა – ყურადღებით უნდა შემოწმდეს ნაქსოვის ხარისხი;
  • სიმკვრივის შესაბამისობა ტექნიკურ დახასიათებაში მითითებულ მონაცემთან;
  • მდგრადობა კლიმატური პირობების, ტუტე გარემოს და მექანიკური ზემოქმედების მიმართ;
  • ხანძარუსაფრთხოება.

აქამდე მომხმარებლისთვის საფასადე ბადის შერჩევისას პრიორიტეტული კრიტერიუმები იყო მხოლოდ ბადის სისქე და დანიშნულება: დამცავი ბადე, დასაჩრდილი ბადე, არმირების ბადე და ა.შ.;
თუმცა დროთა განმავლობაში ამ პროდუქტის მომხმარებლებს გაუჩნდათ მეტი მოთხოვნილება და დღეს უკვე არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ისეთ დეტალებს, რომელთა დამსახურებითაც იზრდება საექსპლუატაციო ვადა და მოხერხებული ხდება მუშაობა – მაგალითად, ბადის მონტაჟი ძირითად კონსტრუქციებზე (ხარაჩოებზე, საყრდენ ძელებზე და ა.შ.). ბევრი მყიდველისთვის მონტაჟის სიმარტივე პრიორიტეტული საკითხია, რადგან იზოგება დრო და არ ფერხდება სამშენებლო სამუშაოების ტემპი.

ამ სტატიაში ყურადღებას შევაჩერებთ არმირების ბადეზე, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება და განსაკუთრებული მნიჭვნელობა აქვს საბათქაშე სამუშაოებისთვის (შტუკატურკა / штукатурка).

***

სხვადასხვა სახეობის არმირების ბადე არსებობს, რომლებიც ვიზუალურად ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით, სიმკვრივითა და ნაკვეთურის ზომით.

არმირების ბადეს აწარმოებენ როგორც მეტალის, ისე მინაბოჭკოსა და პოლიეთილენის მასალისგან.

ყველა მეტი პოპულარობით სარგებლობს  მინაბოჭკოვანი ბადე (მინაბადე). ამიტომ ქვემოთ სწორედ მისი მახასიათებლები განვიხილოთ.

მინაბოჭკოვანი ბადე არმირებისთვის

დღეს არმირებისთვის ყველაზე ხშირად სწორედ მინაბოჭკოვანი მასალით დამზადებულ ბადეს იყენებენ. იგი ეფექტურად აკავებს ბზარების გაჩენას და საგრძნობლად ზრდის ობიექტის ექსპლუატაციის ვადას.

ფასადისთვის იყენებენ ბადეს სიმკვრივის მაჩვენებლით 140-200 გრ/კვ.მ;
შენობის შიგნით ბათქაშზე დიდი დატვირთვა არ მოდის და სრულიად საკმარისია, თუკი ბადის სიმკვრივე 50-120 გრ/კვ.მ. იქნება;

მაღალი სიმკვრივის მინაბადეს „ჯავშანბადესაც“ უწოდებენ. იყენებენ იმ უბნებზე, რომლებზე მაღალია დარტყმითი და სტატიკური დატვირთვა. ასეთია, მაგალითად, ცოკოლი – ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა;  კიბეები საზოგადოებრივ დაწესებულებებში და სხვ.

მინაბოჭკოვანი ბადის გამძლეობა

მინაბოჭკოვანი ბადის სიმკვრივე ეს ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომელსაც ბევრი მომხმარებელი აქცევს ყურადღებას და, მათ შორის – მშენებლებიც.
თუმცა შეცდომა იქნებოდა ბოლომდე იმის მტკიცება, რომ რაც უფრო მკვირივია მინაბოჭკოვანი ბადე, მით უფრო უკეთ დაიცავს  ბათქაშს ბზარებისგან. მართალია, ეს, ნაწილობრივ, სიმართლეა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს შევადარებთ ერთი წარმოების ხაზის პროდუქტს, რომლებიც დამზადებულია ერთი და იმავე მასალით, ერთი და იმავე მეთოდით და ერთსა და იმავე მოწყობილობაზე.

ბადის გამძლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მახასიათებელია არა სიმკვრივის ხარისხი, ფერი, ან ნაკვეთურის ზომა, არამედ სიმტკიცე გაგლეჯისადმი.
სწორედ სიმტკიცის ზღვარი, რომელიც იზომება ნიუტონებში, გაძლევთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანი პროდუქტია თქვენ წინაშე.

საფასადე მინაბოჭკოვანი ბადის წარმოებაში სხვადასხვა კომპონენტები მონაწილეობს და სწორედ მათი ხარისხიანობა განაპირობებს იმას, თუ რამდენად კარგად გაუმკლავდება მინაბოჭკოვანი ქსოვილი მასზე წარმოქმნილ დატვირთვას.
ზოგიერთი მწარმოებელი წარმოების პროცესში მეორედ ნედლეულს იყენებს. ბუნებრივია, ასეთი მასალის სტრუქტურა ნაკლებად მტკიცე იქნება და გაგლეჯის მიმართ მდგრადობის სასურველ ხარისხს ვერ აჩვენებს.

როგორ ამოვიცნოთ მინაბოჭკოვანი საფასადე ბადის ხარისხი?

არმირების ბადის ხარისხიანობის გასატესტად ერთი ყველაზე მატივი საშუალება არსებობს – ბადე რამდენჯერმე მოღუნეთ და გაასწორეთ და თქვენ ნათლად დარწმუნდებით მის საიმედოობაში. არმირების ხარისხიანი ბადე არ უნდა „გადატყდეს“, უხარისხო კი მეორე ან მესამე ჯერზევე გაიკეთებს შესამჩნევ ბზარს.

საფასადე ბადის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მდგრადობა ტუტე არეში.
ეს მაჩვენებელი შეგიძლიათ, მცირე ექსპერიმენტის შედეგად განსაზღვროთ – ბადის ფრაგმენტი მოათავსეთ 5%-იან ტუტე ხსნარში NaOH და 28 დღე გააჩერეთ, შემდეგ კი შეამოწმეთ გაგლეჯისადმი მდგრადობა.

მინის ბოჭკოვანი ძაფები დამუშავებულია სპეციალური ხსნარით და ბადის
ეფექტური ექსპლუატაციის ვადა სწორედ ასეთი დამუშავების ხარისხზეა დამოკიდებული. საფასადე ბადე დიდწილად ტუტე გარემოს ზემოქმედების ქვეშ არის და ამიტომ პროდუქტის შეჩევისას ამ მაჩვენებელსაც მიაქციეთ ყურადღება.

 დასკვნის სახით:

ნებისმიერი სამშენებლო პროდუქტი, რა თქმა უნდა, უმჯობესია, სანდო კომპანიისგან შეიინოთ. ამასთანავე, აუცილებლად მოითხოვეთ დოკუმენტი, რომელშიც დადასტურებული იქნება პროდუქტის საექსპლუატაციო თვისებები.
გახსოვდეთ, რომ ბათქაშის გამძლეობას დიდწილად განაპირობებს არმირების ბადის ხარისხი.

გააზიარე პოსტი

Share on facebook
Share on twitter
Share on pinterest
Share on email

მსგავსი პოსტები

როგორ შევარჩიოთ არმირების ბადე?

დღეს სამშენებლო ბაზარზე მრავალი სახის საფასადე ბადეა წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფასით, ფერით, წარმოებაში გამოყენებული მასალით, დანიშნულებით, ხანმედეგობით და პრაქტიკულობით.