დეკორატიული სამშენებლო ბადე

სამშენებლო ბადე, როგორც საინფორმაციო და სარეკლამო ფართობი

სამშენებლო ბადე გამძლე და მტკიცე პოლიმერული ძაფისგან მზადდება.
ქსოვის განსაკუთრებული სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ ბადე იყოს მაქსიმალურად ელასტიკური და ამის დამსახურებით ნაკლებად არსებობდეს მისი გახევის შესაძლებლობა.
მაგრამ ბადე რომც გაიხეს და გაიჭრას, ძაფები არ დაირღვევა და დაზიანებული მონაკვეთი არ გაიზრდება.

ამ თვისების გამო სამშენებლო ბადე ფასადისთვის შეგიძლიათ მრავალჯერადად გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ ფასადის ბადე დიდი სამშენებლო-სარემონტო კომპანიების დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
თუკი მშენებელი ერთხელ შეიძენს ამ პროდუქტს, დიდხანს აღარ მოუწევს მასში ხელმეორედ თანხის გადახდა.

სამშენებლო ბადის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მრავალჯერადად, არამედ მრავალი დანიშნულებითაც:

ა) სამშენებლო ბადის მთავარი დანიშნულებაა, შეაფერხოს სამშენებლო ობიექტიდან ან ხარაჩოებიდან მშენებლობის პროცესში შემთხვევით ნარჩენების, მასალების თუ ინსტრუმენტების გადმოცვენა;

ბ) ბადეს იყენებენ სოფლის მეურნეობაშიც – ნარგავების და ნათესების დასაცავად სეტყვისგან, წვიმისგან, მზის სხივებისგან ან ჩიტებისგან, გამომდინარე იქედან, რომ ბადის სახეობებს შორის არსებობს საკმაოდ მჭიდროდ ნაქსოვი ვარიანტებიც;

გ) ბადე ემსახურება ტერიტორიის შემოღობვას, თანაც ეს შეიძლება გაკეთდეს ძალიან მარტივად და სწრაფად, სულ რამდენიმე საათში.  სამშენებლო ბადეს ჭიმავენ რკინის ბოძებზე და ამით უზრუნველყოფენ სამშენებლო ტერიტორიის საიმედოდ შემოღობვას, რათა შემთხვევით რომელიმე გამვლელი ან ბავშვი არ აღმოჩნდეს მშენებლობის ტერიტორიაზე. ასევე, მკვეთრი ფერის ბადით შემოღობვას აკეთებენ სათხილამურო ტრასის გასწვრივ, რათა მოთხილამურე სახიფათო მიმართულებით არ ჩასრიალდეს.

დ) და ბოლოს – სამშენებლო ბადის კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო, ეფექტური და მომგებიანი ფუნქციის შესახებ – ეს არის მისი გამოყენება დეკორაცისა ან რეკლამისთვის!

ფასადზე გადაჭიმული სამშენებლო ბადე წარმატებით გამოიყენება, როგორც საინფორმაციო და სარეკლამო ფართობი.

ა) სამშენებლო საფასადე ბადე დეკორაციისა და ინფორმაციისთვის 
როცა ბადით სარესტავრაციო შენობის ფასადს, მშენებარე ობიექტს ან მშენებლობის ზონას დაფარავთ,  ამით:
1) ზრუნავთ უსაფრთხოებაზე და ამასთან, გამვლელებსა და უბნის მცხოვრებლებსაც არ უწევთ ხარაჩოების, ქვიშის, ცემენტისა თუ ბლოკების გროვის ყურება;

2) ფასადზე გადაჭიმულ ბადეზე შეგიძლიათ გაავრცელოთ როგორც თქვენთვის, ისე დაინტერესებული საზოგადოებისთვის სასარგებლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დანიშნულების და როგორი იერსახის შენობა შემატება ამ კონკრეტულ ურბანულ გარემოს.
ამ მიზნით ბადეზე ბეჭდავენ მშენებარე შენობის საბოლოო იერსახეს.

3) შეიძლება ბადეზე დაიბეჭდოს იმ სამშენებლო კომპანიის ლოგო, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, რაც დააინტერესებს და მოიზიდავს ახალ დამკვეთებს, თავად სამუშაოების მწარმოებელი კი საკუთარ თავზე გააკეთებს ხმამაღალ განაცხადს, როგორც სოლიდური, თანამედროვე კომპანია.


ბ) სამშენებლო ბადე რეკლამისთვის
უკვე რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეხვდებით სამშენებლო ბადეებზე გაკეთებულ რეკლამებს. ისინი უკვე ქალაქური ლანდშაფტის განუყრელ ნაწილად იქცა, რადგან მას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია.

სამშენებლო ბადეზე განთავსებული რეკლამა გარე რეკლამის ყველაზე მსხვილი ფორმატია. ასეთი რეკლამა არასტანდარტული და ძვირადღირებული საიმიჯო პროექტია.

სამშენებლო ბადეზე განთავსებული რეკლამის უპირატესობებია:

ა) ეს არის არასტანდარტული პროექტი, რაც მსხვილ დამკვეთებს აძლევს საშუალებას, კონკურენტებს შორის გამორჩეულად გამოჩნდნენ და ამით განაცხადონ პრეტენზია ლიდერობაზე;

ბ) რეკლამას ეთმობა უზარმაზარი ფართობი და ეს საშუალებას ქმნის, განხორციელდეს ნებისმიერი თამამი დიზაინერული გადაწყვეტილება;

გ) სარეკლამო ფართობი სამშენებლო ობიექტის მოცულობაზეა დამოკიდებული და შეიძლება,  1000-1500 კვ. მეტრსაც კი აღწევდეს, თუ უფრო მეტს არა;

გ) სამშენებლო ბადეზე  დატანილი რეკლამა – ეს არის 100%-ით გარანტირებული კონტაქტი აუდიტორიასთან. დაგვეთანხმებით, რომ ძნელია, გვერდით ჩაუარო და ვერ შეამჩნიო ამხელა ფართობზე გადაჭიმული რეკლამა. ის თვალსაჩინოა საკმაოდ დიდ რადიუსში და დიდი რაოდენობის მომხმარებლის ყურადღებასაც იქცევს;

დ) ის მასალა, რითიც სამშენებლო ბადე მზადდება, ფერს არ იცვლის ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად და მრავალფერიანი ბეჭდვის საშუალებას იძლევა.

ე) სამშენებლო ბადეს აქვს თვისება, გაატაროს ჰაერი და შუქი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზედაპირზე ქარისა და მზის სხივების ზემოქმედების სავარაუდო პრობლემებს;

ასე რომ, სამშენებლო ბადის გამოყენება ურბანულ ბანერად, არა მხოლოდ პოპულარული, არამედ ძალიან სწორი და, რაც მთავარია, რაციონალური გადაწყვეტილებაა.

უფასო კონსულტაცია:

599

მისამართი
თბილისი

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი