სამშენებლო ბადის მონტაჟი

მშენებობის ან სარემონტი-სარესტავრაციო სამუშაობის დაწყებამდე აუცილებელია, შენობის ფასადი სამშენებლო დამცავი ბადით „შეიფუთოს“.წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებარე ან ავარიული ფასადის ღიად დატოვებით, საფრთხე ექმნებათ როგორც ადგილზე მომუშავე ადამიანებს, ისე შენობასთან გამვლელებსა და სატრანსპორტო საშუალებებს. მით უფრო, როცა საუბარია ძველი შენობის სარესტავრაციო სამუშაოებზე. სამშენებლო ბადის მონტაჟის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ფასადის ფართობი, ფიქსაციის თავისებურებები, მასალის სიმტკიცის ხარისხი და ბადის ზომა.

თუ მონტაჟი სწორად შესრულდება, სამშენებლო საფასადე ბადე ერთი წელიწადიც კი გაუძლებს მექანიკურ თუ ნალექების ზემოქმედებას, შესაბამისად კი დაიცავს ფასადსაც და პერსონალის უსაფრთხოებასაც.
მონტაჟის სისწრაფე პირდაპირ დამოკიდებულია შერჩეული ბადის ტიპზე და დამაგრების დეტალებზე. მონტაჟის პროცესში აკურატული მუშაობა შემდგომში განაპირობებს ბადის მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობას ნებისმიერ სხვა ობიექტზე ან მის მოხმარებას იმ მრავალმხრივი დანიშნულებით, რის კომფორტსაც ეს პროდუქტი თავისი საექსპლუატაციო თვისებების დამსახურებით იძლევა.

სამშენებლო ბადის მონტაჟის ელემენტები

ყველაზე განიერი სამშენებლო ბადე 4 მეტრია. ამიტომ მონტაჟის დროს, რა თქმა უნდა, საჭიროა ბადის ნაჭრების ერთმანეთზე გადაბმა. ამ მიზნით გამოიყენება პლასტიკატის დამჭერები და ბუთილკაუჩუკის ლენტები.

ბადის კიდეები მაგრდება 0,2 მ დაშორებებით. პლასტიკატის დამჭერები დემონტაჟის დროს მარტივად იხსნება დანით ან სახრახნისით, თანაც ისე, რომ არ დაზიანდეს და ბადის მორიგი მონტაჟის დროს კვლავ გამოდგეს.

პლასტიკატის დამჭერები არ აზიანებს სამშენებლო ბადის სტრუქტურას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დამჭერის დამაგრების შედეგად გაჩენილ ნახვრეტს, მაქსიმუმ 5 მმ დიამეტრით.
როდესაც სიტუაცია მოითხოვს ობიექტის ჰერმეტულად შეფუთვას, პლასტიკატის დამჭერებთან ერთად, დამატებით, გამოიყენება კიდევ უფრო გამძლე ბუთილკაუჩუკის ლენტები.
შენობის ჰერმეტულად შესაფუთად დამჭერები მაგრდება 1 მეტრის ან 1,5 მეტრის დაშორებით, რაც დამოკიდებულია ქარისგან შექმნილ სავარაუდო წინაღობაზე.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მონტაჟის პროცესი?

შენობაზე დამცავი ბადის მონტაჟი, როგორც წესი, ერთ სამუშაო დღესში უნდა დასრულდეს.
თანაც, სპეციალისტებს უწევთ ძალიან გულდასმით და ფრთხილად მოქმედება, კიდეების გადაკერება, რათა პატარა მონაკვეთიც კი არ დარჩეს დაუმაგრებელი.
რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი ამოცანა, მით უფრო, როცა საუბარია მაღალსართულიან მშენებლობაზე.
თუკი სამონტაჟო სამუშაოს მეორე დღისთვის გადადებთ, შეიძლება მოულოდნელად ამვარდნილმა ქარმა ბადის დაუმაგრებელი კიდეები ააფრიალოს და დამაგრებული ნაწილილების აგლიჯოს.

სამშენებლო ბადის მონტაჟის საიმედოობის ხარისხი

შენობაზე, ხშირ შემთხვევაში, ვერტიკალურად ამონტაჟებენ.
თუმცა უფრო საიმედო დაცვისთვის მიზანშეწონილია, ბადე ჰორიზონტალურად გაიჭიმოს და დამაგრდეს.

ჰოროზონტალურად დამაგრებული ბადე განსაკუთრებით ეფექტურია ქარიან მხარეში და გაცილებით უკეტ უზრუნველყოფს შენობის იზოლაციას ნალექებისა და ქარის ზემოქმედებისგან.
ჰოროზონტალურად დამაგრებისთვის არ არის საჭირო ბუთილკაუჩუკის ლენტები. ასეთი მონტაჟის დროს მთავარია, ზედა ნაჭერი ქვედას, მინიმუმ, 5 სმ-თი გადმოეფინოს და ისე დამაგრდეს.

როგორ მივხვდეთ, რომ სამშენებლო ბადე წესების სრული დაცვით არის დამონტაჟებული?

წესების სრული დაცვით დამონტაჟებული ბადე ალაგ-ალაგ არ გამოიბერება და უფრომო იერს არ მიიღებს. ის მჭიდროდ იქნება ფასადზე მიკრული და დამცავ ფუნქციას თითქმის ერთი წელიწადი საიმედოდ შეასრულებს.

ასევე აკურატულად უნდა მოხდეს ბადის დემონტაჟი.
როდესაც მონტაჟი/დემონტაჟის სამუშაოებს პროფესიონალები ასრულებენ, შესაძლებელი ხდება სამშენებლო ბადის ხელმეორედ გამოყენება.

ვინ შეიძლება შეასრულოს სამშენებლო ბადის მონტაჟი/დემონტაჟის სამუშაოები?

როგორც ხედავთ, სამშენებლო დამცავი ბადის მონტაჟი/დემონტაჟი ისეთი მარტივი საქმე არ არის, როგორიც შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს.
თუკი პატარა მოცულობის ფართობის დაფარვა გსურთ და ხელმარჯვეც ხართ, შეიძლება ეს საქმე თავადაც გააკეთოთ – რა თქმა უნდა, წესების შესწავლით და მათი სრული დაცვით.
მაგრამ როცა საქმე ეხება დიდ ფართობის მქონე ფასადებს, მაღალსართულიან მშენებლობებს, აქ აუცილებლად სპეციალისტების – სამრეწველო ალპინისტების ჩართვაა საჭირო.

სამრეწველო ალპინისტებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია, პრაქტიკული უნარები და აქვთ საჭირო აღჭურვილობა. ამით გარანტირებულია მონტაჟის მაღალი ხარისხი და საიმედოობა.

უფასო კონსულტაცია:

599 55 55 555

მისამართი
თბილისი , ქავთარაძის N12

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი