როგორი შეიძლება იყოს სამშენებლო ბადე?

დღეს მშენებლობის პროცესში იყენებენ 5 სახეობის სამშენებო ბადეს. თითოეულს თავისი სპეციფიკური დანიშნულება და მახასიათებლები გაჩნია. მათ იყენებენ როგორც ფასადის, ისე შიდა სამუშაოების დროს.
ეს სახეობებია:

✅ სამშენებლო ბადე ფასადისთვის

ის განკუთვნილია ფასადზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასაცავად გარემოპირობების ნეგატიური ზემოქმედებისგან. ასევე, ხელს უშლის სიმაღლიდან სამშენებლო ნარჩენების, მასალების ან, სულაც, სამშენებლო ინსტრუმენტების გადმოვარდნას.
ასეთი სამშენებლო დამცავი ბადე მაღალი სიმტკიცის მქონე პოლიეთილენის ძაფებისგან და განსაკუთრებული ტექნიკით იქსოვება. ის ძალიან საიმედო და გამოსაყენებლად პრაქტიკულია.

✅ დამჭერი სამშენებლო ბადე

გამოიყენება მაღალსართულიან მშენებლობებზე მომუშავე პერსონალისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მისი დანიშნულებაა აღკვეთოს უბედური შემთხვევა ნებისმიერი მაღალსართულიანი შნობის მშენებლობის პროცესში, მაგალითად – დიდი სიმაღლიდან სამუშაო ინსტრუმენტისა თუ მასალის გადმოვარდნა. მონტაჟდება სპეციალურ საყრდენებზე ან ხარაჩიოებზე.

✅ სამშენებლო ბადე ტერიტორიის ღობეებისთვის

გამოიყენება სამშენებლო ტერიტორიის შემოსაზღვრისთვის, რათა შემთხვევით უცხო პირი არ მოხვდეს ამ ტერიტორიაზე და თავიდან იქნეს აცილებული უბედური შმთხვევა.

პოლიეთილენისგან წარმოებული სამშენებლო ბადეები ერთმანეთისგან განსხვავდება:
* ბადის დანაყოფის ზომებით (რაც განაპირობებს სიმკვრივის ხარისხს);
* ფერებით;
* პოლიმერული ძაფის სისქით;
* რულონის სიგრძე/სიგანით.

გამომდინარე იქიდან, რომ ის ესთეტიკურად სასიამოვნო შესახედია, მსუბუქია, ელასტიკურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იწარმოება, ანუ მის შემადგენლობაში არ არის მავნე ტოქსიკური ნივთიერებები, პოლიეთილენისგან წარმოებულ სამშენებლო ბადეებს ხშირად და საკმაოდ პრაქტიკული დანიშნულებით იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებითაც.
თანაც, ის ეკონომიურადაც მომგებიანია – ამას განაპირობებს მისი დაბალი ფასი და მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობა.

ამ უნივერსალურ პროდუქტს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ სოფლის მეურნეობაში. მაგალითად:

? ვოლიერების მოსაწყობად – იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ატარებს ჰაერსა და სინათლეს, პოლიეთილენის სამშენებლო ბადის გამოყენება შეიძლება შინაური ფრინველებისთვის ვოლიერების მოსაწყობად. ამ შემთხვევაში სამშენებლო ბადეს იყენებენ მოზრდილი დანაყოფებით;

? დროებითი ღობეების ასაგებად – ამისთვის უმჯობესია მჭიდროდ ნაქსოვი ბადის გამოყენება; ასეთი ღობის მონტაჟი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ვიზუალურად და გამძლეობით კი არაფრით ჩამოუვარდება რკინის ბადეს;

? სათბურების გადასახურად – მას აქვს საუკეთესო ჰიდრო და თბოიზოლაციის თვისებები;
უძლებს ტემპეტარურას -50°С -დან +85°С-მდე.

? ქოლგების (ნავესის) მოსაწყობად აივნებზე ან ეზოებში – აქაც მჭიდროდ ნაქსოვი ვარიანტია უმჯობესი, რადგა დაგიცავთ ნალექისაგან. ამასთან, კარგად ატარებს ჰაერსა და სინათლეს და აკავებს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებას;

? ნათესების, ხეების, მცენარეების დასაცავად სეტყვისგან – პოლიეთილენისგან წარმოებული ბადე ამ ფუნქციასაც შესანიშნავად ასრულებს. თანაც, მარტივად, საკუთარი ხელით მცენარეებისთვის შეგიძლიათ ასეთი დამცავი ფარის მოწყობა და შემდეგ დაშლა;

ასევე
? სათხილამურო ტრასის ან ჩოგბურთის კორტების გადატიხვრა/შემოსაზღვრისთვის – იმის გათვალისწინებით, რომ პოლიეთილენის ბადე დიდ სიმძიმესა და დარტყმას თავისუფლად უძლებს. თანაც შეჯახებისას უსაფრთხოა და ტრამვის საშიშროება არ არსებობს. ამ შემთხვევაში, ძირითადად, მკვეთრ ფერებზე აკეთებენ არჩევანს. ამ მასალით მოედნის შემოსაზღვრა მარტივად შეიძლება და, საჭიროების შემთხვევაში, ასევე მარტივად ხდება დემონტაჟი.

უფასო კონსულტაცია:

599 55 55 555

მისამართი
თბილისი , ქავთარაძის N12

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი