რისგან შედგება და სად გამოიყენება სამშენებლო ბადე?

სამშენებლო ან სარესტავრაციო სამუშოების დროს აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს როგორც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების, ისე გამვლელების უსაფრთხოება.
იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს პროცესში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიმაღლიდან სამშენებლო ნარჩენების, მასალების ან, სულაც, სამშენებლო ინსტრუმენტების ჩამოცვენას, აუცილებელია, ასეთი უსიამოვნო მოულოდნელობისგან თავის არიდება. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამშენებლო ბადის გამოყენება.

ამასთან, აღნიშნულ ბადეს შეგიძლიათ სხვა ფუნქციებიც დააკისროთ, თანაც არა მხოლოდ მშენებლობის პროცესში. ამ თემაზე და ასევე იმის შესახებ, თუ კიდევ სად და როგორ შეიძლება სამშენებლო ბადის გამოყენება, ჩვენს ბლოგში მოგიყვებით.

რისგან შედგება სამშენებლო უსაფრთხოების ბადე?

ა) სამშენებლო ბადის წარმოებისთვის, ძირითადად, გამოიყენება პოლიმერული ძაფი, რომელიც შეიძლება წარმოებული იყოს კაპრონისგან, პოლიეთილენისგან ან პლასტიკისგან;

ბ) იქსოვება სპეციალური ტექნოლოგიით. შედეგად მიიღება მტკიცე და საიმედო მასალა, რომელიც მუშაობის დროს ძალიან კომფორტულია. რაც უფრო მჭიდროდ არის ნაქსოვი, მით უფრო საიმედოდ შეძლებს დამცავი ფუნქციის შესრულებას, მათ შორის – მშენებლობიდან გადმოცვენილი მსხვილი ნარჩენებისა და დიდი ზომის ინსტრუმენტების შეკავებას;

გ) სამშენებლო ბადე, რომელიც ხარაჩოებს ფარდასავით ეფარება, სპეციალური ნაერთებით ამუშავებენ, რაც იცავს მას დალპობისგან და გაცრეცისაგან;

დ) ამ ბადის შემადგენლობაში არ არის რკინა, ამიტომ იგი აბსოლუტურად დაცულია კოროზიისგან;

ე) ბადე აკავებს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ამასთან, კარგად ატარებს მზის სინათლეს და ჰაერს, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის მუშებისთვის;

ვ) არ შეიცავს ტოკსიკურ ნივთიერებებს და არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი;

ზ) არის მსუბუქი, მაგრამ მარტივად უძლებს დიდ დატვირთვას;

თ) არ იცვლის ფერსა და სტრუქტურას ატმოსფერული ნალექებისა თუ მზის სხივების ზემოქმედების შედეგად;
ი) მისი სიგანე შეიძლება 10 მეტრამდე იყოს, რაც ამარტივებს მონტაჟს;
კ) პოლიმერული ძაფისა და ქსოვის ტექნოლოგიის დამსახურებით, ამ ბადის გაჭრისას კიდეები არ ირღვევა და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას.

 

სად გამოიყენება სამშენებლო ბადე?

ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე არსებობს სიმაღლიდან რაღაც საგნის გადმოვარდნის საფრთხე, რაც შეიძლება, საშიში იყოს როგორც მუშა პერსონალის, ისე უბრალო გამვლელის სიცოცხლისთვის. სწორედ ამიტომ, ფასადური სამუშაოების ან მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის პროცესში დამცავი ბადის გამოყენება აუცილებელია!

სამშენებლო ბადეს სამშენებლო ობიექტზე, ფაქტობრივად, რამდენმე ფუნქციას ეკისრება:
ა) შექმნას გარკვეული ტერიტორიის დამცავი ეკრანი.
ამ მიზნით გამოიყენება საკმაოდ მჭიდროდ ნაქსოვი ბადე, რომელიც მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს იცავს გადმოცვენილი ნაჩენების, ინსტრუმენტებისა თუ მასალისგან;

ბ) უზრუნველყოს ადამიანის უსაფრთხოება უბედური შემთხვევის დროს.
ეს ბადე საკმაოდ მტკიცეა იმისთვის, რომ შეაკავოს ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში და დაღუპვას გადაარჩინოს. ამ მიზნით ბადეს გადაჭიმავენ ჰორიზონტალურად, მიწიდან მაქსიმუმ სამი მეტრის სიმაღლეზე. ამ შემთხვევაში მეტი სიმყარისთვის კიდეების დამატებით გაძიერებას უზრუნვეყოფენ;

გ) დაიცვას შენობის ზედაპირი და ხარაჩოები ნალექის და ქარის ზემოქმედებისგან. შედეგად ფასადი, რომელიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია, არ ზიანდება და ხარაჩოების ექსპლუატაციის ვადაც იზრდება;

დ) დეკორატიულობა. ნებისმიერ სამშენებლო ბადე ფასადისთვის აქვს ესთეტიკური ფუნქცია. ასევე შეიძლება ბადის გამოყენება სარეკლამო მიზნებითაც.

გარდა ამისა, პოლიმერული ძაფით ნაქსოვი სამშენებლო ბადის გამოყენება შეიძლება როგორც გარე, ასევე შიდა კედლების შებათქაშებისას.

იგი თავისი თვისებებით არ ჩამორჩება მეტალის ბადეს. თანაც, გაცილებით იაფია და მისი დამაგრებაც უფრო მარტივად შეიძლება, დამატებითი მოწყობილობების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ბადით სარგებლობა შეიძლება არა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების პროცესში. მისი გამოყენების არეალი გაცილებით ფართე და მრავალმხრივია.
თავისი საექსპლუატაციო თვისებების დამსახურებით, ეს პროდუქტი მოთხოვნადია ბევრ სფეროში.
სამშენებლო ბადის დამატებითი შესაძლებლობებიდან შეიძლება გამოიყოს:
დროებითი ღობის მოწყობა;

ნალექისგან დაცვა;

ქოლგების (ნავესის) მოწყობა და სხვ.

სამშენებლო ბადე იწარმოება სხვადასხვა ფერში

მასობრივ მშენებლობებზე უმეტეს შემთხვევაში იყენებენ თეთრს და მწვანეს, როგორც გარემოსთან უფრო ნეიტრალურ ფერებს. თუმცა სამშენებლო ბადის ფერები – ს არჩევანში არის ასევე ნარინჯისფერი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე…

აღსანიშნავია, რომ ფერი ბადის საექსპლუატაციო თვისებებზე გავლენას არ ახდენს. ასე რომ, არჩევანი შეგიძლიათ, თქვენი გემოვნების მიხედვით თამამად გააკეთოთ.

უფასო კონსულტაცია:

599 55 55 555

მისამართი
თბილისი , ქავთარაძის N12

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი