გჭირდებათ კონსულტაცია?

ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან  და უპასუხებენ თქვენს შეკითხვებს

სამშენებლო დამცავი ბადე

სად გამოიყენება და რა დანიშნულება აქვს მას?

სამშენებლო ბადე გამოიყენება, როგორც ფარდა სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით – მაღალსართულიანი ობიექტებისთვის.
სამშენებლო ბადეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს:

▶ უსაფრთხოება – მან უნდა შეაკავოს მშენებლობის პროცესში სამშენებლო ტერიტორიიდან და ხარაჩოებიდან სამშენებლო ნარჩენების, მასალისა თუ იარაღების გადმოცვენა და დაიცვას როგორც მუშები, ასევე მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისაგან;

▶ სამშენებლო ობიექტის დაუსრულებელი ფასადის დაცვა ატმოსფერული ნალექისა და მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან;

▶ მშენებლობის პროცესში მიმდებარე მიწის ნაკვეთებისა და ქუჩების დაცვა დაბინძურებისგან, აგრეთვე ამ ქუჩების გზის საფარის დაცვა დაზიანებისგან;

ხშირად დასმული კითხვები !

რა არის სამშენებლო ბადე?

ეს არის თანამედროვე მასალით დამზადებული ბადე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული ადამიანების დამატებითი უსაფრთხოებისთვის. იგი იწარმოება განსაკუთრებით მაღალი სიმტკიცის მქონე პოლიეთილენისგან.

როგორი ფორმით იყიდება სამშენებლო ბადე?

სამშენებლო ბადე წარმოებიდან გასაყიდად რულონების სახით გამოაქვთ;
მისი შეძენა შეიძლება მეტრობით; ბადეს განივად გასდევს მრგვალი მარყუჟები მარტივი მონტაჟისთვის;
მონტაჟის დროს გადაჭრის ადგილებზე დამატებით კანტის შემოვლება/შმოტეხვა საჭირო არ არის.

რისგან იცავს პოლიეთილენის სამშენებლო ბადე?

აკავებს მშენებლობის პროცესში სამშენებლო ტერიტორიიდან და ხარაჩოებიდან სამშენებლო ნარჩენების, მასალისა თუ იარაღების გადმოცვენას;
მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას ძლიერი ქარის დროს ხარაჩოების გამოძრავება;
ზაფხულობით კი სამშენებლო ობიექტის მუშებს იცავს სიცხისა და მზის მწველი სხივებისგან.

სამშენებლო ბადის რა სახეობები არსებობს?

სამშენებლო ობიექტის დამატებითი უსაფრთხოებისა და ესთეტიკურობისთვის, ძირითადად, პლასტიკატის ბადეებს იყენებენ. თუმცა ბაზარზე შეხვდებით ასევე მეტალის და სხვა მასალის ბადეებსაც, ფასადების სამღებრო-სარემონტო სამუშაოებისთვის, თუმცა ეს სულ სხვა თემაა.

სამშენებლო ობიექტების გარდა, სად შეიძლება პოლიეთილენის ბადის გამოყნება?

გამოგადგებათ სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, ბაღჩეული-ბოსტნეულის ან ბუჩქოვანი მცენარეების დასაცავად სეტყვისგან, ქარისგან ან ჩიტებისგან. მოკლედ, პოლიეთილენის ბოჭკოს ბადე უზომოდ წვრილი და ძალიან გამძლეა და შეგიძლიათ, თქვენი საჭიროებების მიხედვით ისარგებლოთ.

სამშენებლო ბადის ასორტიმენტი

თანამედროვე ბაზრის საჭიროებებიდან და  მოთხოვნებიდან გამომდინარე,
გთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს:

სამშენებლო დამცავი ბადე მწვანე

ფერების არჩევანი

სამშენებლო ბადეს

ბადის დანაყოფის ზომა
2х2 მმ / 2х8 მმ / 1,5х10 მმ / 5х10 მმ / 4×5 მმ

სამშენებლო ბადე უსაფრთხოება

პოლიმერული ძაფის სისქე
1,6 მმ / 2,0 მმ / 2,4 მმ

რულონის სიმაღლე
1,0 მ / 1,2 მ / 1,5 მ / 1,8 მ / 2,0 მ

რულონის სიგრძე
10 მ / 20 მ / 50 მ

მტკიცე კიდეები ყველა მოდელზე

რისგან მზადდება და როგორი შეიძლება იყოს სამშენებლო ბადე?

თანამედროვე სამშენებო პროცესში უთვალავი შინაარსის მქონე ამოცანა დგას.
აქედან გამომდინარე, მასალის მიმართ მოთხოვნებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ამიტომ, სამშენებლო ბადის მწარმოებლებს უწევთ, ფართო ასორტიმენტი შექმნან, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება ვიზუალურადაც, პარამეტრებითაც და წარმოების ტექნოლოგიითაც.

დღესდღეობით ბაზარზე 3 სახეობის სამშენებლო ბადე არსებობს:
პოლიეთილენის ბადე;
მინაბოჭკოვანი ბადე;
მეტალის ბადე;

თითოეულ მათგანი კონკრეტული მიმართულებებით გამოიყენება.

გაიგეთ მეტი - დეტალური იფორმაცია

პოლიეთილენის ბადე – სპეციფიკური მახასიათებლები

სამშენებლო ობიექტების „შესაფუთად“დღეს ძალიან პოპულარულია პოლიეთილენის ბადე.
პოლიეთილენის ბადე იქსოვება მაღალი სიმტკიცის მქონე პოლიეთილენის ძაფებისგან. მას განსაკუთრებილი სპეციფიკური მახასიათებლები გააჩნია:

ა) უძლებს ულტრაიისფერ სხივებს; ეს მომენტი მნიშვნელოვანია, რადგან ღია ცის ქვეშ მუშაობის პროცესში  შეიძლება განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდეს პირდაპირი მზის სხივები. დამცავ ბადეს კი მათი ზემოქმედების ნეიტრალიზება შეუძლია;

ბ) კარგად ატარებს ჰაერსა და სინათლეს, რაც კომფორტულ გარემოს ქმნის სამუშაოების წარმოებისთვის;

გ)  მექანიკური დაზიანების გამო გაწყვეტის შემთხვევაში,  კვანძოვანი ნაქსოვი უზრუნველყოფს, რომ ეს დაზიანება დანარჩენ ფართობზე არ გავრცელდეს;

დ) არ არის ტოკსიკური;

ე) გამოიყენება მრავალჯერადი მოხმარებისთვის;

ვ) მსუბუქია, თუმცა უძლებს დიდ დატვირთვას;

ზ) მჭიდროდ ნაქსოვია და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებსაც აკავებს;

თ) გამორიცხულია კოროზიის განვითარება;

ი) არ წარმოადგენს საფრთხეს გარემოსთვის;

სამშენებლო ბადის მონტაჟი

ფასადზე დამცავი ბადის „ჩამოფარება“ გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. თუკი მონტაჟი ხარისხიანად შესრულდება, სამშენებლო ბადემ შენობა შეიძლება რამოდენიმე წელიც კი საგულდაგულოდ დაიცვას.

სწორი მონტაჟისთვის აუცილებელია, რომ:

ა) ბადე ყველა მხრიდან საიმედოდ იყოს დამაგრებაული, რათა ქარმა არ გაგლიჯოს;

ბ) ბადის ყველაზე ფართე რულონი 4 მეტრია. ამიტომ მათი ერთმანეთზე გადაკერებაა საჭირო;

გ) ერთმანეთზე უნდა გადაკერდეს მჭიდროდ, რათა ქარმა არ გახიოს და ასევე – ფრთხილად, რათა გადაკერებისას არ გაიხეს.

სამონტაჟო სამუშაოებს, უმეტეს შემთხვევაში, სამრეწველო ალპინიტები ასრულებენ.

 სამშენებლო ბადის დეკორატიული და სარეკლამო დანიშნულება

გარდა იმისა, რომ სამშენებლო ბადის ამოცანა უსაფრთხოებაა, მას ესთეტიკური ფუნქციაც აქვს და ასევე შეიძლება, სარეკლამო მიზნისთვისაც გამოიყენოთ.

მაგალითად, საინტერესო სანახავია, როცა სამშენებლო ობიექტზე ჩამოფარებულ ბადეზე შენობის საბოლოო სახეა გამოსახული.

ასევე, ბადეზე შეიძლება სხვადასხვა სარეკლამო ბანერების დატანა, განსაკუთრებით კი – სამშენებლო პროფილის მქონე კომპანებისა თუ მომსახურებების შესახებ.

უფასო კონსულტაცია:

599

მისამართი
თბილისი

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი